Sunday, May 30, 2010

ესა მესა გადის ესა : ) აგვიშენებს სასახლესა : )


საერთოდ მე ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ.. მაგრამ ხანდახან მაქვს ხოლმე პილოტიკური გამოხტომები: ) ეს ალბათ ბუნებრივიცაა დღეს საქართვლოში, გუშინაც ასე იყო და საწმუხაროდ ვფიქრობ ხვალაც ასე იქნება.. ჰოდა დღეს არის ალბათ მიზეზი ასეთი გამოხტომისა, ბოლოს და ბოლოს დღეს ირჩევთ ხელის უფლებას.. და ზარს რომელიც მეკითხება: ხვალ რომ არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას? ისევ და ისევ ვუპასუხებ: იცით მე არასრულწლოვანი ვარ და ვკიდებ ყურმილს : ) და მაინც დავაფიქსირო ჩემი პოზიცია? თუ შეიძლება კარიკატურები და ჩემი მოსაზრებები მივაჯღაბნო ბიულეტინს თანხმა ვარ დავაფიქსირებ ჩემს პიზიციას : )
დღეს სიტყვა ხელის უფლება, რომელსაც მე როგორც იწერება ისე ვკითხულობ და ასევე ვიგებ პირდაპირი მნიშვნელობით.. სულაც არ ამართლებს ჩემს შეხედულებას,
ჩვენი ხელიუფლება ზრუნავს მხოლოდ თავის ხელის უფლებაზე..
არადა მართლა აპოლიტიკური ადამიანი ვარ : )
მაგრამ დღეს აქტუალურია : თავის უფლება, ხელის უფლება..
ჩემთვის მნიშვნელობა არაქვს ვინ მიისაკუთრებს ჩემს ხმას პეტრე, პავლე თუ ივანე : )
სცენარისტებს უკვე აღარ ყოფნით ფანტაზია ახალი სცენარის დასაწერად : )
დღეს ხომ..
სულ პეტრეს ბრალია..
პავლე რომ შავია: )
ეს უკანასკნელი ივანეს ბრალია : )

1 comment:

  1. ჩემ ხელთ არსებული ეჭვების თანახმად, აპოლიტიკურობა ფუფუნებაა :)
    რაც არ უნდა აპოლიტიკური იყო, მაინც გხვდება თვალებში უსინდისოდ მსუქანი კობა დავითაშვილი თავისი მსუქანა ოჯახით პლაკატებზე და მაინც ისმენ ეგზითპოლების შედეგებს :(

    ხოოდა, ეგეც პეტრეს ბრალია.

    მეც აპოლიტიკური ვარ:)

    ReplyDelete