Friday, May 21, 2010







ეს ჩვენ ვიყავით...
საკუთარ თავებს გამოქცეული ჩრდილები...
მე ჩემებურად და შენ შენებურად..
ჩვენ ვიყავით სხვები იმ წამს...
და ვცდილობდით ყველაფრის სახელდებას...


გადავიკითხე ზუსტად 5 წლის წინ ჩემი დაწერილი მორიგი მელანქოლიური ჩანახატი, გამეცინა და თან გამახსენდა..


ეს მევარ ანა, არავითარ შემთხვევაში ანი! ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, სიგარეტს არ ვეწევი, დაკავებული ვარ ხატვით, რადგან ვაპირებ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას. ვზივარ ფანჯარასთან,იატაკზე.. ვუსმენ რომელიღაც მელანქოლიურ სიმღერას და ვფიქრობ.. ფანჯრიდან ზოლებად შემოდის განათება და მთელი ოთახი ზოლიანია.. ზოლიანი ვარ მეც.. ღამის სადღაც პირველი საათია. ყავას არ ვსვამ, არმიყვარს. არმშია, თორემ ჭამაზე პრობლეა არ მაქვს. დიეტა? არც კი მომსვლია თავში აზრად.. ცოლი ჰყავს... ვფქირობ და მთელი 29 წელი.. ცოტაც და დაბერდება.. ცოლი ჰყავს... ვიმეორებ და აზარტული ხდება ჩემი ფიქრები.. ფურცელს ვიღებ, ვწერ მორიგ სასოწარკვეთილ აღსარებას და ვიმეორებ: ამის დედაც რა ჯანდაბა მჭირს.. ვნანობ რასაც ვაკეთებ , ვნანობ რასაც არ ვაკეთებ..რაამბავია ამდენი სინანული? გარდატეხის ასაკის დამახასიათებელი სიმპტომებია დღევანდელი გადმოსახედიდან.
ხვალ ხატვაზე მივდივარ..
მახსოვს კრემისფერი ჩანთა მაქვს და შავი კაპიშონიანი ჟაკეტი , რომელიც საშინლად მიყვარს. დღეს ყაზბეგზე გავუარეთ მე და თეკომ, კიბის საფეხურზე ჩამოვსხედით და.. აი თურმე მოწევა დამიწყია, ჰმმმ პატარა გოგო რა დღეში ხარ. მე და თეკოს ყაზბეგი გვაერთიანებს და არამარტო ყაზბეგი :)

მეცინება :D (უკაცრავად)
ვხარხარებ.. ეს რა წავიკითხე : )
უნიკალური ჩანაწერები მოიძებნება ჩემს არქივში.
ანუკს მეძახის და ნიჭიერს, ეს მეორე მოდი და ნუ გესიამოვნება, ჟრუალტელი მივლის :)
ჰეი პატარა გოგო თავი დიდი გოგო გგონია არა?
რა სასაცილოა 16 წლის თინიჯერი, იატაკზე ვზივარ და ვფიქრობ რომ მთელი ქვეყანა ჩემი მტერია, ყველა მე მებრძვის. თვით მე, მე ასეთ ნიჭიერს,ერთადერთს და გაუმეორებელს, რომელიც ვწერ მორიგ მელანქოლიურ ჩანახატს და ერთი სული მაქვს შემფასებლისგან გავიგონო სიტყვა ბრავო ანუკ!!! ბრავო!!! თავი დიდი მგონია, იმდენად დიდი რომ 16 წელი მაწუხებს უკვე : )
სიგარეტი მინდა და თან როგორ მეშინია. ფართხაფურთხით ვეწევი ფანჯარაში, გული მაგრად მიცემს და უმნიშვნელო ხმის გაგონებაზეც ფერი მიმდის. პატარა ლაწირაკივით ვეწევი :D მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ნერვიული სპაზმები მაქვს. რომ მიხვდნენ?

კიდევ მეცინება : )
ნუ გეცინებათ ასეთები არიან გოგონები 15 -16 წლის ასაკში : )
პირველი ბავშვური გატაცებით გულგატეხილნი :D
გამარჯობა (თავზე ხელის გადასმა) ვაიმე ვუყვარვარ , ღმეერთო ჩემო ნამდვილად ვუყვარვარ..

და მერე ვიწყებ მოყოლას სათითაოდ ყველასთან, ვალამაზებ, ვაზვიადებ და ბოლოს ყველა ასკვნის: კი კი ნამდვილად! და მე.. 16 წლის ანა, რომელიც ვთვლი რომ მრავალმხრივი ნიჭით ვარ დაჯილდოებული, ვაპირებ გამოვიდე მხატვარი და თავს უნიჭიერეს ახალგაზრდად ვთვლი, ვაწყობ გეგმებს და ოცნებებში დავფრინავ : ) მერე დაახლოებით მსგავსი შინაარსის ისტორიებს ვისმენ ჩემი გოგოებისგან და თვითდაჯერებული ტონით ვარწმუნებ: მართლააა? კი,კი აშკარად ! და ჩვენ ყველა ერთად ავღნიშნავთ ერთმანეთის ბედნიერებას :D

ასე ვზივარ ისევ ფანჯარასთან, ისევ იატაკზე, ისევ 16 წლის , გრძელი კაბა მაცვია, ფოფოდიას ვგევარ :) ჭრელი, ლამაზი კაბაა. ვუსმენ მუსიკას, მივირთმევ რძიან შოკოლადს ღამის პირველ საათზე და სულ ფეხებზე მკიდია სიტყვა დიეტა თავისი არსით და დანიშნულებით.. : )
16 წლის ვარ მოიცა რა დიეტა რის დიეტა.. მინდა და ვჭამ : ))

ეჰ.. (ამოვიოხრე უკვე მე 21 წლის ანამ) რა კარგად ჟღერს - მინდა და ვჭამ და მთელი არსებით შემშურდა ჩემი თავისა 16 წლის ასაკში.. :)

ისევ გადავწვდი იმ პერიოდის ადამიანებს.. განცდებს..ადგილებს..მომენტებს..ოცნებებს..აზრებს..
რთული მოზარდი ვარ.. (ვასკვნი) :D

ამასობაში მგობრის ზარმა, უკან 21 წელში დამაბრუნა : )
აუუუუ რა ბევრია :D
ვზივარ კომპიუტერთან მე ანა, ჭკუამხიარული როჟა, (სრულწლოვანი, მაგრამ პირადობის დედაც არ ვატირე? :D)
ვუსმენ უმშვენიერგანწყობეს მუსიკას.. მივირთმევ ყავას ( ასაკში მივეტანე :D)
და... აზრი მიწყდება პარა სპაც : )

Childhood memories.. From Ana to Ana..

2 comments:

  1. isa, anuSka, 21-c cotaao, amboben xolme chvenze didebi da gamocdilebi :)

    xooda, carmoidgine, kide clebis mere rogori ambebi gagaxsendeba :))
    ogond manamde ro miagcio, morchi ra am dietebs da cere da xate ase sayvarlobebi :*

    ReplyDelete
  2. xo albat shemdegi chemi morigi shemoteva ase daiwkeba : es me var 30 wlis ana magram piradobis dedac ar vatire? :D da magalitad movikvan amonarids chemi 21 wlis anas mogonebebidan shoreul bavshvobaze : ))))

    ReplyDelete